შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ასტროფესტივალი 2020-ის დასკვნითი ღონისძიება

2020 წლის 12 სექტემბერს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით და საქართველოს ასტრონომიის კლუბ „Georgia Astronomy Club”-ის ორგანიზებით, ქ. თბილისში, რიყის პარკის ”ამფითეატრში”, ასტროფესტივალი გაიმართა.

 ასტრონომიული ფესტივალი ”ასტროფესტი - 2020” არის საჯარო ღონისძიება, რომელიც მოიცავს პოპულარულ ლექციებს და ტელესკოპებით დაკვირვებას ციურ სხეულებზე (მზე, მთვარე, იუპიტერი, სატურნი, მარსი, თანავარსკვლავედები). ღონისძიების სპონსორია ასევე ფირმა Celestron-ის ოფიციალური წარმომადგენელი კავკასიაში Planetarium/პლანეტარიუმი. ღონისძიებას არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვა და არის სრულიად უფასო!

ასტრონომიის კლუბმა დამსწრეებს თავისი ტელესკოპები შესთავაზა. ეს კარგი შესაძლებლობა იმათთვის, ვისაც სურს ისწავლოს თავისი ტელესკოპისა თუ ბინოკლის სწორად გამოყენება, ასტროფოტოგრაფიის საფუძვლები და შეიტყოს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ასტრონომიული მასალების შესახებ.

მონაწილეები დააკვირდნენ იუპიტერს გალილეოსეული მთვარეებით, სატურნს და მარსს, ასევე, .. ზაფხულის სამკუთხედისვარსკვლავებს: ვეგას, დენებს და ალტაირს. ღონისძიებაზე ლექციები წაიკითხეს:

  • საქართველოს ასტრონომიის კლუბის პრეზიდენტმა თეიმურაზ კუჭაძემ - ”საქართველოს ასტროკლუბისა დაასტროფესტივალ 2020”-ის შესახებ”;
  • სამეცნიერო Youtube არხის Dachi's Science Channel- ის დამაარსებელმა, დაჩი დავითაშვილმა - ,,მოგზაურობა შავ ხვრელში";
  • ლუკა ხუტიაშვილმა - “ასტრონავტიკა - კოსმონავტიკის შესახებ” (GAC);
  • თსუ ფიზიკის მაგისტრანტმა ჯემიკო მანჯგალაძემ - ”კოსმოსური ეკონომიკა” (GAC).
  • პროექტის კოორდინატორმა ალექსანდრე არტ-დვალმა - ”ტელესკოპი საკუთარი ხელით” (GAC). თანავარსკვლავედების ლაზერ-შოუს უძღვებოდა ასტრონომი მარიამ ტარასაშვილი.

კორონა-ვირუსის გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დასწრების დროს სავალდებულო იყო პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა, რის გამოც შეიზღუდა ტელესკოპებიდან მობილურების საშუალებით ციური ობიექტების გადაღება და სუვენირები და საინფორმაციო ბროშურები აღარ დარიგდა. თბილისის ღონისძიება, ”ასტროფესტი - 2020”-ის ფარგლებში იყო დასკვნითი. მანამდე ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა: თელავში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში და ბათუმში.