შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კოსმოსური შავი ხვრელის პირველი ფოტო

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას, 2019 წლის 10 აპრილს,  კოსმოსური შავი ხვრელის პირველი ფოტოს გამოქვეყნების შესახებ. აღნიშნული ექსპერიმენტი განხორციელდა Event Horizon Telescope პროგრამის ფარგლებში.

კოსმოსური შავი ხვრელები არიან ჯერ კიდევ შეუსწავლელი სივრცეები კოსმოსში, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი გრავიტაციით, დიდი მასითა და ზომით. მათი მასა მზის წონას რამდენიმე მილიარდჯერ აღემატება. ფოტოზე აღბეჭდილი შავი ხვრელი მდებარეობს გალაქტიკა M87 - ში და იგი დედამიწიდან 50 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

პროფესორ ჰეინო ფალკმა, ჰოლანდიის რედბოუდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კოსმოსური შავი ხვრელისთვის ექსპერიმენტული ფოტოს გადაღების პროცესს, აღნიშნული იდეა ჯერ კიდევ 1993 წელს შეიმუშავა.

ასევე აღსანიშნავია ექსპერიმენტში მონაწილე ქეით ბოუმანის წვლილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებას. იგი არის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც შეიმუშავა პროგრამული ალგორითმი მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზისთვის.

ამჟამად არსებული არც ერთი ტელესკოპი არარის საკმარისად მძლავრი, რათა შეძლოს ასეთ სიშორეზე მიახლოვებული სურათის აღბეჭდვა, ამიტომ ექსპერიმენტი მოიცავდა 8 ტელესკოპიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზს.