შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო“, წიგნის პრეზენტაცია.

28 მარტს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა თამაზ გოგოლაძის წიგნის, „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო“, პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

პრეზენტაცია გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. ასევე დამსწრე სახოგადოების წინაშე წარდგნენ  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია და მისი მოადგილე ჯაბა სამუშია.

ქართული წარწერები უმნიშვნელოვანეს და უტყუარ წერილობით წყაროს წარმოადგენენ როგორც საქართველოს ასევე სხვა ქვეყნების ისტორიისათვის.

წინამდებარე კორპუსში წარმოდგენილია  საქართველოს  ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, ისტორიული მესხეთის ნაწილის თორის ხეობის 50-მდე ნაკაწრი თუ ფრესკული წარწერის პუბლიკაცია, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. კორპუსს პალეოგრაფიული მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან წარწერები პალეოგრაფიული პირებითა და ფოტოებით ქვეყნდება.  ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, რაც დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს. წინამდებარე კორპუსის ელექტრონული ვერსია განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკების ვებგვერდებზე, რაც გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობას შესაბამისი დარგის უცხოეულ სპეციალისტებთან.