შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კომპლექსური ღონისძიება"

 

26 ნოემბერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინოვაციური გამოყენებითი საგრანტო პროექტის CARYS_19_305 ,, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კომპლექსური ღონისძიება" პრეზენტაცია.

მოხსენება შესრულებული სამუშაოს შესახებ გააკეთა საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა.

საგრანტო პროექტის შემსრულებელთა მეცნიერთა ჯგუფის ინტენსიური მუშაობის შედეგად საცდელი ნაგებობის კონსტრუქცია უკვე აშენებულია საქართველოს სამხედრო გზის კობი-გუდაურის მთის ფერდობის ალპურ უბანზე, ზღვის დონიდან 2338 მ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: მცხეთა-მთიანეთის რეგიონის წარმომადგენლებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ბაკური ავსაჯანიშვილი და მერიის თანამშრომლები, ადგილობრივი საკრებულოს გამგებლები, სკოლის მასწავლებლები, ინჟინერ-სპეციალისტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, საგრანტო პროექტის წამყვანი ორგანიზაციის - გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია ა(ა)იპ გარემოს დაცვის ეკოცენტრის მეცნიერ-სპეციალისტები და სპეციალურად მოწვეული მეცნიერ-ექსპერტი პოლონეთიდან ვარმია-მაზურსკის უნივერსიტეტის ლაზერული სკანირებისა და ნაგებობების საინფორმაციო მოდელირების (BIM) ლაბორატორიის ასოცირებული პროფესორი, ჯოანა პავლოვიჩი (ქალაქი ოლშტენი).

საგრანტო პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი.