შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

11 თებერვალი - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

 

11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა,  რომლის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერი ქალების წახალისება და  თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში. აღნიშნული  მიმართულებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 -ის  დაფინანსებული პროექტს - CALIPER, რომელიც გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და მდგრადი სტრუქტურული ცვლილებების მისაღწევად, ხელს უწყობს ქალი მკვლევარების წახალისებას, განსაკუთრებით STEM-ის სფეროში. პროექტის ფარგლებში,  ფონდის მიერ გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალ მეცნიერთა წასახალისებლად.

 

ქალი მეცნიერების ხელშესაწყობად, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა, კერძოდ:

  • საერთაშორისო კონფერენცია „ქალები მეცნიერებაში“. რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის STEM მიმართულებებში მოღვაწე ქალი მეცნიერები;
  • ღონისძიება - „ქალები ინოვაციაში- WinEvent“, რომლის მიზანი იყო STEM მიმართულებებში წარმატებით მოღვაწე ინოვატორი და start-up-ელი  ქალების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება, მოტივაციის ამაღლება და მეცნიერი ქალების კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. 

 

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა აგრეთვე გამოაცხადა  კონკურსი - “ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს და წაახალისოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოღვაწე  გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ქალი.