შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე

მიმდინარე წლის 16  აპრილს,10:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესახებ. ევროპული კვლევების საბჭო (ERC) წარმოადგენს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ -ის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს, რომლის მისიაა კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს.

საინფორმაციო დღეზე მოწვეული სპიკერი გახლდათ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტოს(ERCEA) სამეცნიერო ოფიცერი - პროფ. ვაიდა ბანკაუსკაიტე, რომელმაც პრეზენტაციის ფარგლებში მიმოიხილა შემდეგი საკითხები:

  • ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო სქემები და ქართველი მეცნიერებისთვის დაფინანსების შესაძლებლობები;
  • ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 2019 წლის სამუშაო პროგრამა;
  • სააპლიკაციო პროცედურები;
  • ERC - საგრანტო სქემებში საპროექტო განაცხადების შეფასების პროცესი და კრიტერიუმები;
  • ევროპულ კვლევების საბჭოს საგრანტო სქემებში მონაწილეობისთვის, საპროექტო განაცხადის მოსამზადებელი საკვანძო საკითხები;

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საინფორმაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოს გამოცდილებასა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ღონისძიებებს ,,ჰორიზონტი 2020“ - ში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.  

ევროპული კვლევების საბჭოსა და მის საგრანტო სქემებზე დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროფ. ვაიდა ბანკაუსკაიტეს პრეზენტაცია.