შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საკონსულტაციო შეხვედრა

11 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, გაიმართა რიგით მესამე საკონსულტაციო შეხვედრა 2019 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის (Georgia National Innovation Ecosystem-GENIE) ნაწილს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმებული 2016 წლის 28 მარტის სასესხო ხელშეკრულების თანახმად.
დაინტერესებულ პირებს, კონკურსის კოორდინატორებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია - კონკურსის წესის, პირობების შესახებ და უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს.