შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტრენინგი „EURAXESS პორტალი მკვლევრებისთვის”

31 იანვარს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში EURAXESS - საქართველოს პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე: „EURAXESS- პორტალი მკვლევრებისთვის.“  პრეზენტაცია  „EURAXESS-ის პორტალი- ფუნქციები და გამოყენება“ ეხებოდა   პორტალის მნიშვნელობას და მიზნებს,  სერვისებს,   მკვლევრების მობილობისა და კარიერული განვითარების საკითხებს,  მათი  უფლებების დაცვას  და ა.შ.  უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს გააცნეს   ინფორმაცია EURAXESS-ის პორტალზე მკვლევრის რეგისტრაციის შესახებ,  იმ  ფართო შესაძლებლობებზე, რომელიც  მასზე  წვდომის შედეგად ეძლევათ მეცნიერებს.
ტრენინგს  წარმართავდნენ  რუსთაველის  ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის წარმომადგენლები სალომე შარაშენიძე და  ლანა დავითულიანი.