შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (PICS) შედეგები

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2015 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის“ (The International Scientific Cooperation Project - PICS)   მიზანია საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS-თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა მკვლევრების - პოსტდოქტორანტებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე.

საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მონაწილობით საკონკურსოდ წარმოდგენილი იყო ორი განაცხადი, რომლებიც შეფასდა საფრანგეთსა და საქართველოში, დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ. შეფასებების შეჯერების შედეგად, მხარეთა მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი პროექტი სახელწოდებით დინამიკა და თერმოდინამიკა ნანონაწილაკოვან სისტემებში“.

 

გამარჯვებული პროექტის წარმდგენმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2016 წლის 26 თებერვლის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!