შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია

შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა 2019 წლის 5 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, ჩაატარა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების დასრულებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია, გამოყენებითი მეცნიერებების სფეროში საქართველოში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე მოთხოვნაა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული კონკურსი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ყოველწლიურად ცხადდება.

ღონისძიებას დაესწრნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, საქართველოს ინოვაციებისა  ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე - ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - მანანა ფრუიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტის უფროსი - თეონა ბაბუნაშვილი და ასევე, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის 2016 და 2018 წლების კომისიის წევრები.