შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები სპეციალურ მომზადებას გაივლიან

ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის 2016 ემზადებიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 40 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადებენ.

2016 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სახელით 23 მოსწავლე გაემგზავრება.

წვრთნების განრიგი:

ფიზიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი;

ინფორმატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 06 ივნისი-17 ივნისი; 20 ივლისი-30 ივლისი;

მათემატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 30 მაისი-22 ივნისი;

ბიოლოგიის ნაკრები და რეზერვისტები 20 ივნისი-03  ივლისი;

ქიმიის ნაკრები და რეზერვისტები - 08 ივლისი-21 ივლისი.