შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების დახვეწის მიზნით რუსთაველის ფონდმა 2021 წლიდან დანერგა შეფასების პროცედურების უახლესი მიდგომები. ეს გულისხმობს პროექტის შეფასებას 3 ეტაპად:

1. თითოეული პროექტი შეფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;

2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebuttal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);

3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი / დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე კონკურსანტებს გაეხსნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი.

კონკურსში მონაწილე პროექტის ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს გთხოვთ, აკონტროლოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS). სწორედ ამ ელ. ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF-SC), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო კონფიდენციალური ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს 18, 19 და 20 ოქტომბერს, 4 სთ-ზე ონლაინ.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ ელ.ფოსტით.