შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) 3 ეტაპად:

· თითოეული პროექტის შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;

· დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebutal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);

· ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

2023 წლის 11 ოქტომბრიდან (საქართველოს დროით 13:00 საათი) 2023 წლის 17 ოქტომბრის (საქართველოს დროით 20:00 საათი) ჩათვლით კონკურსანტებს გაეხსნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოამზადონ განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხი.

გთხოვთ, აკონტროლოთ პროექტის ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა, რომელიც მიუთითეთ პროექტის რეგისტრაციისას გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS), სწორედ ამ ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ოფიციალურ წერილს შემფასებელი ორგანიზაციისაგან (ESF-SC), რომელშიც მითითებული იქნება შეფასების პორტალის ბმული და ექსპერტთა დასკვნებზე წვდომისათვის საჭირო ინფორმაცია.

ასევე გაცნობებთ, რომ შეფასების ამ ეტაპისათვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ფონდი ჩაატარებს მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრის ბმულს მიიღებთ მოგვიანებით, ელექტრონული ფოსტით.

P.S. შეფასების პროცესის ეს მიდგომა ფონდმა დანერგა 2021 წელს.