2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2024 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 137 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 129 პროექტი.
იხილეთ 2024 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი საგრანტო პროექტების მოხსნის შესახებ ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 31 მაისის N85 ბრძანება.