შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით

 

    13 აპრილს, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართა ეროვნული მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ერმინე მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია – "ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“.

აღნიშნული კვლევა-ძიება წარიმართა შოთა რუსთა­ვე­ლის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელ­შეწყობით და ფინანსური მხარ­დაჭერით.

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ოქროს საფუძველზე შეს­რუ­ლებული შუა საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხ­როვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევის საკითხები. ეს ტექნო­ლოგია თავისი არსით მკვეთრად განსხვავდება მაშინ­დელ მსოფლიოში გავრცელებული ფერადი დეკორატიული მინით ლითონის ნაკეთობების შემკობის სხვა ხერხებისა და მეთოდებისაგან. ნაშრომი აერთიანებს ამ განმასხვავებელი ფაქტების, ტი­­­­ხ­რო­ვანი მინანქრისათვის საჭირო ფერადი დეკორატიუ­ლი მინისა და ძვირფასი ლითონის – ოქროს მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებს, რომ­ლებიც თანა­მე­დ­რო­ვე ზუსტი ანალიზური ხელსაწყოების გამო­ყე­ნებით გან­ხორ­ციელდა. მონოგრაფიაში ყურადღება გამა­ხვი­ლე­ბუ­ლია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენი­ლი ფერადი დეკო­რა­ტიული მინის არტეფაქტებისა და ჩვენს დრომდე მოსული მინანქროვანი ძეგლების კვლევის საკით­ხებზე. ეს არის მცდე­ლობა იმის დასადგენად თუ რა ინტე­ლე­ქტუალური და მატერიალური საშუალებები შეიძ­ლე­ბა არსებულიყო უძვე­ლეს საქართველოში ესოდენ რთუ­ლი, ძვირადღირებული ტექნოლოგიის ადგილობრივი წარ­მოე­ბი­სათვის.

მონოგრაფიაში განხილული საკითხები დიდ დახმა­რე­ბას გაუწევს ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს, აგრეთვე სტუდენტებსა და აღნიშნული ტექნოლოგიით დაინტერესე­ბულ მკითხველთა წრეს.

ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებული სიღრმი­სეუ­ლი კომპლექსური კვლევები განხორციელდა საქარ­თვე­ლოს ტექნიკური უნივერსი­ტე­ტის სამთო-გეოლოგიუ­რი ფაკულტეტის გამოყენებითი გეო­ლო­გიის დეპარტამენ­ტის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კვ­ლევით ლა­ბო­რა­ტორიაში პროფესორ ნოდარ ფოფორაძის ხელ­მძღვა­ნე­ლობით.