შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტებისათვის დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნების გაცნობისა და განმარტებითი/ დამაზუსტებელი პასუხის მომზადების ეტაპის (ე.წ. Rebuttal) ვადები შეიცვალა.

ეტაპი დაიწყება 26 ოქტომბერს და დასრულდება 4 ნოემბერს.

ვადების შეცვლა განაპირობა რამდენიმე იდენტური პროექტის გამოვლენამ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საგრანტო კონკურსებში წარმოდგენილი პროექტების შეფასების დახვეწის მიზნით რუსთაველის ფონდმა 2021 წლიდან დანერგა შეფასების პროცედურების უახლესი მიდგომები. ეს გულისხმობს პროექტის შეფასებას 3 ეტაპად:

1. თითოეული პროექტი შეფასდება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;

2. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების გაცნობა და განმარტებითი/დამაზუსტებელი პასუხის მომზადება (ე.წ. Rebuttal) კონკურსის მონაწილეების მიერ (სურვილის შემთხვევაში);

3. ექსპერტთა ჯგუფების (პანელების) მიერ პროექტების განხილვა და საბოლოო შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მოხსენებებისა და აპლიკანტის განმარტებითი / დამაზუსტებელი პასუხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით.

2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში მონაწილე პროექტების შეფასება ხორციელდება ევროპის სამეცნიერო ფონდის მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

 

კონკურსის კოორდინატორი: ლანა დავითულიანი

ტელ.: 598 17 17 09

ელ.ფოსტა: fr@rustaveli.org.ge