შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ"

 

17 იანვარს,  გაიმართა მონოგრაფიის „დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ“ წარდგენა.

პროექტი „დოკუმენტური წყაროები (სამეფო სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ განხორციელდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR17-554).

პროექტის ფარგლებში გამოიცა მონოგრაფია „დოკუმენტური წყაროები (სამეფო სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ ორ ტომად. პირველ ტომში შესულია ქართლისა და კახეთის მეფეების: გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, ბაგრატ VII-ის, სვიმონ II-ის, თეიმურაზ I-ის ისტორიული საბუთები, ეპიგრაფიკული წარწერები და ხელნაწერთა კოლოფონები, ხოლო მეორე ტომში შესულია მეფე როსტომის ისტორიული საბუთები და ეპიგრაფიკული წარწერები.

მონოგრაფიაში შესულია ასეულობით ისტორიული საბუთი, რვა ეპიგრაფიკული წარწერა და ორი კოლოფონი. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა დღემდე გამოუქვეყნებელი და შეუსწავლელი ახალი საისტორიო წყაროები. გამოვლინდა არაერთი უცნობი ფაქტი. აღნიშნული წყაროები გამოიცა სამეცნიერო პრაქტიკაში აპრობირებული სტანდარტით. წყაროებს დაერთო კომენტარები. მონოგრაფიის ორივე ტომს აქვს კვლევითი ხასიათის შესავალი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

თეა ქართველიშვილი - წიგნის ავტორი, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი მზია სურგულაძე - რედაქტორი ხათუნა ბაინდურაშვილი - ავტორი თამაზ გოგოლაძე - ავტორი ირაკლი გელაშვილი - ავტორი მაია შაორშაძე - ავტორი თეიმურაზ ჯოჯუა - ავტორი