შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდი ISTC-ის და STCU -ს მმართველი საბჭოების სხდომაში მონაწილეობს

 

3 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ჯაბა სამუშიამ,  ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯობავამ   მონაწილეობა მიიღეს    ბრიუსელში გამართულ  საერთაშორისო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის (ISTC)    და  უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მმართველი  საბჭოების სხდომებში. შეხვედრის მონაწილეებმა   განიხილეს  ორგანიზაციების მიმდინარე და სამომავლო აქტივობები,  ინიციატივები, 2023  წლის  სამოქმედო სტრატეგია და ბიუჯეტი,  პროექტების დაფინანსების,   ორგანიზაციის გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების საკითხები. რუსთაველის ფონდის გენერალურმა  დირექტორმა,  ჯაბა სამუშიამ  ისაუბრა   ფონდის  საქმიანობის,   პრიორიტეტების,  საერთაშორისო პროგრამებისა  და    საერთაშორისო სამეცნიერო -  ტექნოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო  ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის    შესახებ.

  შეხვედრის ფარგლებში  ასევე იმსჯელეს  ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ თემატიკაზე,  ყაზახეთში შექმნილ სიტუაციასა და  რუსეთის მიერ ბიოლოგიური იარაღთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, რაც  გავლენას ახდენს ამ სამეცნიერო  ცენტრების საქმიანობასა  და მხარდამჭერ მექანიზმებზე.  

საქართველო  საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს   1994 წელს შეუერთდა, ის წარმოადგენს საქართველოს მეცნიერების მხარდამჭერ  ერთ-ერთ მნიშვნელოვან  ორგანიზაციას, რომელიც 1992 წლის შეთანხმებით დაარსდა, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია.

საქართველო უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) წევრი  1998 წელს გახდა.  რუსთაველის ფონდი  და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი   ერთობლივ საგრანტო  კონკურსს ატარებენ მათ შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში.