შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

23-24 თებერვალს გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით განიხილავს 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას.

ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს: შემაჯამებელ ანგარიში - მიღწევები, გამოწვევები და პრობლემები; განხორციელებული ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალი სტურუქტურა, საგრანტო კონკურსების განახლებული პირობები, ახალ საგრანტო კონკურსები და პროგრამები (MG, SRNSF-DAAD და SRNSF-VW ერთობლივი საგრანტო კონკურსები), 2017 წლის კონკურსები და ბიუჯეტი.

სხდომაზე ასევე განიხილეს: გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის საკითხები; 2018 წლიდან Graduate School-ების მხარდაჭერის პროექტი; 2018 წლის ინფრასტრუქტურის საგრანტო კონკურსი; 2017 წლის საგრანტო კონკურსების შეფასების ერთიანი კომისიის საკითხი; ცვლილებები საგრანტო კონკურსების მონიტორინგის პრინციპებში; თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვისა და ანაზღაურების საკითხები; ელექტრონული ბაზის მუშაობის პროცესი; დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელების სამეცნიერო პროდუქტიულობა (AR, FR, DI); CRDF Global-ის მიერ განხორციელებულ შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევები (AR, FR, YS.)