შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში Twinning პროექტის ფარგლებში

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა და ფონდის სხვა წარმომადგენლებმა, ევროკავშირის TWINNING პროექტის - „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ - ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართეს ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე მიმოიხილეს სამეცნიერო ფონდების სტრუქტურისა და მართვის საკითხები. ასევე იმსჯელეს „ინოვაციური ვაუჩერის" საგრანტო კონკურსის განვითარებაზე; განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს, კვლევით ცენტრებს, კერძო სექტორსა და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების რეკომენდაციები.