ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა
14 ივნისს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. ფონდის თანამშრომლებმა საბჭოს წარუდგინეს ანგარიში, 6 თვის მანძილზე, ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრზე განიხილეს: დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი განახლებული პროგრამები და კონკურსები; საპროექტო წინადადებების შეფასების კრიტერიუმები; ექსპერტიზის საკითხები; გრანტების მონიტორინგისა და ეფექტურობის შეფასება; საექსპერტო ბაზის განახლებისა და გრანტების მენეჯმენტის ბაზის საკითხები; 2017 წლის პროირიტეტები და ბიუჯეტი; საგრანტო მონაცემთა ბაზის მართვასთან დაკავშირებული საკითხები; არსებული პრობლემები და შიდა აუდიტის მუშაობის მოკლე ანგარიში. იმსჯელეს ახალი პროგრამების შემუშავებაზე.