საკონსულტაციო დღე
18 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სტრუქტურირებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საკონსულტაციო დღე. საკონსულტაციო შეხვედრაზე კონკურსის კოორდინატორებმა მოსულ საზოგადოებას განუმარტეს საგრანტო პროექტის წესი და პირობები და უპასუხეს მეცნიერთა შეკითხვებს.