შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის  (STI) სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკომისიის მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტში „აღმოსავლეთ პარტნიორობის  (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის მიზანია ხელი შუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობას ევროკავშირთან მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში. საქმიანობა ძირითადად მიმართულია შემდეგ სოციალურ გამოწვევებზე (დარგებზე): ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენერგეტიკა.

ევროკავშირსა და EaP-ს ქვეყნებს შორის STI-ის სფეროში თანამშრომლობის ბარომეტრი შეიქმნა ორი ონლაინ კითხვარის საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვსი ქვეყნისთვის. პირველი კითხვარი შეივსო 2015 წელს პროექტის ფარგლებში გამოვლენილი სულ ცოტა 150 რესპონდენტის მიერ.

წინამბდებარე  კითხვარის მიზანია ხელმეორედ გაანალიზდეს ორ რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიური განვითარების და ინოვაციის სფეროებში (STI) არსებული თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები. გთხოვთ უპასუხოთ კითხვარში მოცემულ 35 კითხვას.

თქვენი პასუხები დაეხმარება IncoNet EaP პროექტს, ევროკავშირსა და EaP-ს რეგიონს შორის მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში არსებული ბარიერების, ტენდენციების და თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ გააზრებაში  და ხელს შეუწყობს სამომავლო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის განვითარებას.

კითხვარის შესავსებად იხილეთ ბმული:

http://survey20.zsi.at/index.php/222519/lang-en 

კითხვარის შევსების ბოლო ვადაა ა.წ. 24 მარტი.