შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ უკვე ELSEVIER-ის ბაზაშია

„ელსევიერის“ უმსხვილეს ელექტრონულ ბაზაში ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალი ,,ანდრია რაზმაძის მათემატიკური ინსტიტუტის ნაშრომები“ (Transactions of A. Razmadze Mathematical Institute) განთავსდა.

2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და „ელსევიერის“ უმსხვილეს სამეცნიერო ელექტრონულ გამომცემლობის შეთანხმების შედეგად „ელსევიერმა“, ბაზაში განსათავსებლად, საქართველოში შეარჩია ორი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი: „ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ნაშრომები“ და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის „აგრარულ მეცნიერებათა მემატიანე“.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ელსევიერს აღნიშნულ მომსახურებაში, 3 წლის მაძილზე, ეტაპობრივად  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 196 665 ევროს გადაუხდის.