შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციის ვიზიტი

25 აპრილს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია ფონდის ვიცე პრეზიდენტის ბატონი ლიუ ჩონგჩუანგის, ფონდის ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, ქალბატონი ფან იუნგჯისა და ფონდის აზიის, აფრიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების კოორდინატორი, ბატონი ცძაო ჩუანგის შემადგენლობით.

ჩინეთის პრეზიდენტის ქსი ჯინპინგის (Xi Jinping)  მიერ ინიცირებულია განვითარების სტრატეგია და ჩარჩო პროგრამა „The Silk Road Economic Belt and the 21st-century Maritime Silk Road“ რომელიც ცნობილია, როგორც „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (B&R/ Belt and Road Initiative). აღნიშნული სტრატეგიის მიმართულია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ჩინეთის დელაგაციის ვიზიტის მიზანია:

  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
  • თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განვითარებისთვისა და გამორჩეულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი სტაჟირების განხორციელებისთვის ჩინეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში;
  • ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა;
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის მერვე ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში დაფინასებულ მულტილატერალურ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.

შეხვედრაზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა მიქაბერიძემ სტუმრებს გააცნო ფონდის საქმიანობის სპეციფიკა. მხარეებმა იმსჯელეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.

ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდი შემუშავებული “Science – Talent-Future” „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი”პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთობლივად ორგანიზებას გაუწევენ მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას და დააფინანსებენ საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეულ კვლევით ჯგუფებს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის დარგებში ინოვაციების განვითარების ხელშეწყობისათვის ჩინეთის ფონდი, ასევე, აპირებს შექმნას ეფექტური საერთაშორისო კოლაბორაციული საინფორმაციო პლატფორმა და გააზიაროს სტრატეგიული კონსულტაციების, მეცნიერების პოლიტიკისა და განათლების სიახლეები.

აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება ქ. პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს დაგეგმილი სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები, სამეცნიერო ფონდები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოები და რომლის მუშაობაში  მონაწილეობის მოსაღებად მიწვეულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი, შეირჩევა კომიტეტის წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ გამორჩეულ სამეცნიერო ჯგუფებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.