ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ, მეცნიერებასა და ბიზნესს შორის დიალოგის ღონისძიებას პირველად უმასპიძლა
14 მარტი, 2023. - თბილისში, საკომუნიკაციო (ე.წ. Matchmaking) ღონისძიება „სმარტ საქართველო: მეცნიერებისა და ბიზნესის დიალოგი“ გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერით, საკომუნიკაციო ღონისძიება, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ინტერსექტორული შესაძლებლობების გაძლიერება კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ და Angel Investors Network Axel-თან თანამშრომლობით იქნა ორგანიზებული. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ღონისძიება, მიზნად ისახავდა, კომპანიების წარმომადგენლების დაკავშირებას მეცნიერებთან, რათა იდენტიფიცირება მოეხდინათ საერთო ინტერესის პროექტებზე შემდგომი თანამშრომლობისათვის და მიეწოდებინათ ინფორმაცია ჰორიზონტ ევროპის, ევროპის ინოვაციების საბჭოს შესახებ, რომელიც მხარს უჭერს ტექნიკური ინოვაციების სიღრმისეულ განვითარებას. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა ქართული და საერთაშორისო კომპანიებისათვის შეხვედროდნენ საქართველოს, ავსტრიისა და გერმანიის მეცნიერებისა და კვლევის ხელშემწყობ სააგენტოებს და აღმოეჩინათ საუკეთესო გადაწყვეტები და შესაძლებლობები ბიზნესში და გაცნობოდნენ ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიებს. მთავარი აქცენტი ენერგეტიკის სექტორზე გაკეთდა და ქართული გამოგონებებით ორი გერმანული კომპანია დაინტერესდა. ღონისძიების ესწრებოდნენ მეცნიერები, ბიზნეს ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და ინვესტორები, ასევე, ევროპის ინოვაციების საბჭოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს და გერმანიის პროექტის მართვის სააგენტოსა (DLR) და Angel Investors Network Axel-ის წარმომადგენლები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ავსტრიის "იოანეუმ კვლევის", ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის პროექტის მართვის სააგენტოს (DLR) ექსპერტები. სამეცნიერო ნაშრომების კომერციალიზაციის მიზნით, სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების "Pitch" პრეზენტაციები. ამ გზით მათ საშუალება მიეცათ უშუალოდ დაკონტაქტებოდნენ ბიზნესს და მოეზიდათ ინვესტორები მათი პროექტების დასაფინანსებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკომუნიკაციო (ე.წ. Matchmaking) ღონისძიება უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სხვა საკომუნიკაციო ტიპის შეხვედრები მეცნიერებასა და ბიზნესს შორის საქართველოში. საკომუნიკაციო (ე.წ. Matchmaking) ღონისძიებამ მონაწილეებს საშუალება მისცა შეესწავლათ ის ადამიანები, რომლებსაც ღონისძიებამდე შეხვდენენ, მოამზადეს საუბრისთვის, რომელიც სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარებათ. ევროკავშირი მხარს უჭერს მეცნიერება-ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებას, ინტერსექტორული მულტიდისციპლინური კვლევის შესაძლებლობების ხელშეწყობას და საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს (კვლევითი ორგანიზაცია „იოანეუმ კვლევასთან“ პარტნიორობით), ავსტრიის სამეცნიერო ფონდის, ავსტრიის კვლევების ხელშეწყობის სააგენტოს, გერმანიის პროექტის მართვის სააგენტოსა (DLR) და ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
საკონტაქტო ინფორმაცია: ინეს გავარანე, პროექტის ადგილობრივი მრჩეველი. inese.gavarane@du.lv