შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი მხარს უჭერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს: კომპანიების საჭიროებები და მისწრაფებები გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსებისთვის

2021 წლის 24 ივნისს, თბილისი - კვლევასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი, რომელიც ემსახურებოდა გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსებისთვის კომპანიების საჭიროებების განსაზღვრას.

სემინარი იყო უნიკალური შესაძლებლობა კომპანიების საჭიროებებისა და სურვილების დასადგენად. პროექტის გუნდი ძალიან დადებითად აფასებს სემინარში ბიზნესის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას და ინტერესს. უფრო მეტიც, ამ ღონისძიების შედეგად მოხდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების შესწავლა.

ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა არსებული ძირითადი გამოწვევები. დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე: რა რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველოში? რას ისურვებდით მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით? რომელი ინგრედიენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენებითი კვლევის საგრანტო კონკურსებისთვის, კოლაბორაციული კვლევის თვალსაზრისით?

"ევროკავშირი არის საქართველოს დიდი ხნის პარტნიორი და მხარს უჭერს მის განვითარებას, მათ შორის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მიმართულებით. ამ სფეროების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ჩვენ გაერთიანებული ძალებით უნდა მოვახერხოთ მეცნიერებისა და ბიზნესის დაკავშირება, არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრა, და მათი პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენება", - აღნიშნა კატალინ გერმანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

პროექტის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ პოლტმა, (Joanneum Research, ავსტრია) ხაზი გაუსვა გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის მნიშვნელობას საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის. მან აღინიშნა, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს კვლევასა და ინდუსტრიას შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში, თუ ის შემდგომშიც განაგრძობს და უწყვეტად განავითარებს პროცესებს ამ მიმართულებით და დაფინანსების ინსტრუმენტების შერჩევის მექანიზმებს.

მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ყოველთვის არ არის შეუფერხებელი და არც საქართველოს მდგომარეობაა გამონაკლისი. უფსკრული მეცნიერებასა და ბიზნესს შორის საკმაოდ დიდია. ამასთან, ამ პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს ორი დაწესებულება. პირველი არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც ეხმარება საქართველოში კვლევების განვითარებას და პოპულარიზაციას, აძლიერებს მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირებს და ხელს უწყობს, რომ ეს ორი სფერო გახდეს უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური. მეორე დაწესებულება, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, არის საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო, რომელიც თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს მეცნიერებისა და ბიზნესის ურთიერთქმედების გაუმჯობესების მთელ პროცესში.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ახლახანს შემუშავებული "ინოვაციის ხუთკუთხა სპირალის" შესაბამისად, რომელიც აჩვენებს თანამშრომლობის მნიშვნელობას ნებისმიერი საზოგადოების ხუთ მთავარ სექტორს შორის: მთავრობა, კვლევა, მრეწველობა, სამოქალაქო საზოგადოება, კულტურა და მედია, და გარემო. შემოქმედებითი ეკონომიკის მიმდინარე საერთაშორისო წელი, რომელიც მიეძღვნა მდგრადი განვითარების მიმართულებას, ადასტურებს თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის ჩართვას, რაც წარმოადგენს იმ გამოწვევების საფუძველს, რომელთა წინაშეც ვდგავართ გლობალურად.

ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს მოქნილი კონსორციუმი Joanneum Research (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მენეჯმენტის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით, აძლიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს საგრანტო პროგრამების გადახევით და გაუმჯობესებით, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტების გათვალისწინებით.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

  • თამრიკო მიქაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი Mikadze@eeas.europa.eu
  • ინეს გავარანე,         ევროკავშირის     საჯარო    სამსახურების     დაძმობილების    პროექტის   ,,ინტერსექტორული     თანამშრომლობის     შესაძლებლობების     მხარდაჭერა     კვლევასა     და ინდუსტრიას შორის“ რეზიდენტი მრჩეველი”  inese.gavarane@du.lv