შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ დასკვნითი ღონისძიება

           

 

2023 წლის 17 მარტს ქ. თბილისში, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ოფიციალური დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის მიზანს ადგილობრივი სამეცნიერო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარება და გაძლიერება წარმოადგენდა. 3 წლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 1 300 000 € შეადგენდა , საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე მუშაობას ინტერდისციპლინარული მიდგომის, კოლაბორაციული კვლევისა და მტკიცებულებებზე-დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელებას ითვალისწინებდა, საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროექტში ქართველ კოლეგებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი, გერმანელი და ლატვიელი ექსპერტები. რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, ეროვნული პრიორიტეტებისა და სოციალურეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად, პროექტის განმახორციელებელი გუნდი, ევრკავშირის მხარდაჭერით, ერთობლივად მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის არსებული პროგრამებისა და ოპერაციული აქტივობების გასაუმჯობესებლად. პროექტი ფოკუსირებული იყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის წარმართვაზე. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ლიდერმა, ბატონმა ვოლფგანგ პოლტმა, ავსტრიის იოანეუმ კვლევიდან და პროექტის უმცროსმა ლიდერმა, ქალბატონმა კირსტენ კინზლერმა ავსტრიის პროექტების მართვის სააგენტოდან (DLR), როგორც ძირითადმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები სამეცნიერო პრიორიტეტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე - „სმარტ საქართველო: დიალოგი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის“, ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების, ბიზნესის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების 120-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა, ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლის მთავარ აქტივობებს წარმოადგენდა: რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსების გადახედვა-განვითარება ინტერ-სექტორული დიალოგის ხელშეწყობის გზით, სტრატეგიული დოკუმენტების სრულყოფა, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობისთვის სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე, მეცნიერების პოპულარიზაცია. პროექტის ხელმძღვანელმა ავსტრიის კვლევითი ორგანიზაცა „იოანეუმ კვლევიდან“, ბატონმა ვოლფგან პოლტმა, ღონისძიებაზე ხაზი გაუსვა სხვადასხვა კომპეტენტური, დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობას მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის მხარდასაჭერად. მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა, ამოცანებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება ხელს უწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას. ამასთან, პროექტის ადგილობრივმა მრჩეველმა, ინეს გავარანემ აღნიშნა, რომ პროექტის დასკვნითი ღონისძიება საქართველოში ინტერსექტორული თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო, პირველი ინოვაციების აკვანია. გამომდინარე აქედან, მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციების სფეროში, ბიზნესისა და მეცნიერების თანამშრომლობის ხელშეწყობითა და გამოყენებითი კვლევების პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირების გზით. ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს (კვლევითი ორგანიზაცია „იოანეუმ კვლევასთან“ პარტნიორობით), ავსტრიის სამეცნიერო ფონდის, ავსტრიის კვლევების ხელშეწყობის სააგენტოს, გერმანიის DLR პროექტის მართვის სააგენტოსა და ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 საკონტაქტო ინფორმაცია: ინეს გავარანე, პროექტის ადგილობრივი მრჩეველი. inese.gavarane@du.lv