შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრა

23-24 მაისს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლებმა, გენერალური დირექტორის მოადგილემ მანანა მიქაბერიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა მარიამ ქებურიამ მონაწილეობა მიიღეს ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მე-20 შეხვედრაში ქ. ბრიუსელში, ბელგიაში (20th Meeting of the ERC National Contact Points). მივლინების მიზანი იყო ფონდის წარმომადგენლების, როგორც ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირების მონაწილეობა ERC NCP-ების ყოველწლიურ ღონისძიებაში, ERC -ის პროგრამების სრულყოფილად გაცნობა, მეციერების მენეჯმენტში მათ ორგანიზაციაში პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება და არსებული გამოცდილების გაზიარება. ფონდის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრეზენტაციების შემდგომ გამართულ დისკუსიებში და ინფორმაციის გაცვლის პროცესში. მათ დააფიქსირეს ფონდის დიდი დაინტერესება ERC-ის პროგრამების გავრცელებაში და მათი პრაქტიკის გაზიარებაში როგორც პროგრამების სტრუქტურის, ასევე შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების გაზიარების თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრაქტიკის თვალსაზრისით. ვინაიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირები ყველა დანარჩენი ქვეყნიდან (ევროპის წევრი და ასოცირებული ქვეყნებიდან), შესაძლებელი იყო კონკრეტული ქვეყნების NCP-ებთან კონტაქტების დამყარება და სამომავლო თანამშრომლობისათვის სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა.