შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:

ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
(საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა)
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 4 - დან 6 თვემდე  

ბ) დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვიანი ვიზიტი.

გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის
სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვიანი ვიზიტი.

სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 30 მაისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში.

საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:

ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;

კონკურსის წინაპირობები:

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:

პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში. კონვერტში მოთავსებული სარეკომენდაციო წერილი
(1 ეგზემპლარი) უნდა ჩაბარდეს DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში
(თბილისი, ზანდუკელის ქუჩა N16).

ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:

ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3).

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

კონკურსის გამოცხადება: 26 მარტი

ჯგუფური კონსულტაციები:

1 აპრილი, 17:00 სთ. - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (რეგისტრაციის ბმული);
4 აპრილი, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული)

8 აპრილი, 16:00 სთ. - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი (რეგისტრაციის ბმული);
12 აპრილი, 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული);

DAAD-ს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 აპრილი;

სარეკომენდაციო წერილის (1 ეგზემპლარი) DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში წარდგენის ბოლო ვადა: 15 აპრილი;

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 16 აპრილი, 16:00 სთ.

 

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:  

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ნატალია გვერდწითელი
daad@rustaveli.org.ge
ტელ.: 2 200 220 - 4015

 

DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრი

ნინო ანთაძე
info@daad.org.ge
თამარ ლაცაბიძე
info2@daad.org.ge

ტელ.: 2 920 926

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

 

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!