შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის წარმომადგენლობა პეკინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე

შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქ. პეკინში (ჩინეთი) 2017 წლის 2-4 ივლისს  გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც მიეძღვნა ჩინეთის პრეზიდენტის ბატონი ქსი ჯინპინგის მიერ ინიცირებულ განვითარების სტრატეგიას და ჩარჩო პროგრამას „The Silk Road Economic Belt and the 21st-century Maritime Silk Road“, რომელიც ცნობილია, როგორც „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (B&R/ Belt and Road Initiative). აღნიშნული სტრატეგიის მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის.

სიმპოზიუმის ორგანიზატორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის,  მიერ შემუშავებულია “Science – Talent-Future” „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი” პროგრამის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგი მზადაა სხვა ფონდებთან ერთობლივად ორგანიზება გაუწიოს მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას და პარტნიორ ფონდებთან ერთობლივად შეარჩიოს და დააფინანსოს აბრეშუმის გზის ქვეყნების  საერთო სამეცნიერო მიზნების მქონე გამორჩეული კვლევითი ჯგუფები.

სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო 30-მდე სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო ორგანიზაციებმა, სამეცნიერო ფონდებმა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის განმსაზღვრელი სააგენტოებმა.  სიმპოზიუმის პლენარულ სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებზე განხილული გახლდათ სარტყლისა და გზის ჩარჩო პროგრამის (BRFF - Belt&Road Funding Framework) მიზნები:

  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება აბრეშუმის გზის ქვეყნებში;
  • საერთაშორისო ცენტრების ფარგლებში თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განვითარებისთვის;
  • მულტიეროვნული კვლევითი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მიქაბერიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინა ფონდის მისია, მიზნები და ამოცანები, გააცნო ფონდის საქმიანობა და გამოთქვა სრული მზადყოფნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. იგეგმება ეროვნული სამეცნიერო ფონდის აქტიური ჩართულობა BRFF სამომავლო აქტივობებში .

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის 5 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებას, სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას და სხვა აქტივობების განხორციელებას.