შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 10 საპროექტო განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზა გაიარა და შეფასების ეტაპზე გადავიდა 9 პროექტი. პროექტების შეფასება განხორციელდა ორ ეტაპად: საკონკურსო განაცხადების შეფასება და გასაუბრება. ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ გასაუბრებისთვის შეირჩა 7 აპლიკანტი, რომელთაგან კომისიამ გამოავლინა 3 გამარჯვებული.

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.

ყურადღება!!!    

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების დადგენილ ვადაში არ წარმოდგენის შემთხვევაში, გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!