შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

14 ივნისს ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მარინე ჩიტაშვილმა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

შეთანხმების საფუძველზე მხარეები ითანამშრომლებენ განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისთვის და თანხმდებიან, რომ ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია მოსწავლეების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკვლევრების, სამეცნიერო-შემოქმედებითი და სხვა სახის აქტივობების წახალისება და  ხელშეწყობა: სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობა და მათი ჩართულობა; ფართო საზოგადოებაში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება და უახლესი სამეცნიერო კვლევების მიღწევებზე ცნობადობის ამაღლება.