შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ანონსი - უახლოეს დღეებში გამოცხადდება გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, უახლოეს დღეებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამოაცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის  ახალ სახელმწიფო საგრანტო კონკურსს.  კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა კვლევებმა ხელი უნდა შეუწყოს  კომერციალიზაციის, ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივის მქონე  სამეცნიერო კვლევების გამოვლენასა  და  მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი:

  1. კონცეფციის დამტკიცება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით - პროექტის ხანგრძლივობაა 1 - 2 წელი, კონცეფციას უნდა გააჩნდეს „საქპატენტის“  მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გამოგონების პატენტუნარიანობაზე - გამარჯვებული პროექტის  ჯამური ბიუჯეტია 180 000 ლარი.
  2. პილოტირება - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დასაბუთება რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, წარმოებაში  გამოცდის  გზით, პროექტის ხანგრძლივობაა 1 - 2 წელი, კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით - გამარჯვებული პროექტ ის ჯამური ბიუჯეტია 240 000 ლარი. 
  3. დანერგვითი კვლევა - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად - პროექტის ხანგრძლივობაა 1 - 2 წელი, კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან  უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით -ჯამური ბიუჯეტი 360 000 ლარი.

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს  EUROSTAT/OECD -ის  კლასიფიკაციით დადგენილ   სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს.   გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების  ახალი კონკურსი  კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს მეცნიერების  საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დასამკვიდრებლად.

უახლოეს დღეებში, ოფიციალურად დაიდება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და ფორმები.

იხილეთ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივლისის  №382 დადგენილება კონკურსის დებულების შესახებ.