შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

„ჰორიზონტი 2020“ ტრეინინგი მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში ორგანიზებული საშუამავლო ღონისძიების ფარგლებში „Energy Networking 4 Innovation”

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტის შესრულებაში: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP.

პროექტის ერთ-ერთი ამოცანის ფარგლებში, გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა მხარდაჭერა  ე.წ. „საშუამავლო ღონისძიებაში“ (Energy 4 Innovation) და „ჰორიზონტი 2020“-ის შესახებ ტრეინინგში მონაწილეობის თვალსაზრისით, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 29-30 ნოემბერს ქ. ბრატისლავაში.

მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ღონისძიებაში მონაწილეობის დროს ევროპელ კოლეგებთან კონტაქტების დამყარება და სხვადასხვა (პირველ რიგში, ევროკავშირის პროგრამის Horozon 2020) კონკურსებში მონაწილეობისთვის ერთობლივი პროექტების წარდგენისთვის საფუძვლის მომზადება.

შევსებული საგანაცხადო ფორმა (ინგლისურ ენაზე) და ბიოგრაფიული მონაცემები (CV with full list of publications, patents, conference presentations, international experience etc). უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: bakradze@rustaveli.org.ge

 

დოკუმენტაციის ელ. ფოსტით წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 20 ოქტომბერი.

ევროპელი პარტნიორების მიერ დადგენილი წესების მიხედვით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი შეაფასებს შემოსულ განაცხადებს და მოამზადებს განაცხადების რანჟირებულ სიას. აღნიშნული სია და შეფასებები გაეგზავნება IncoNet EaP-ის კოორდინატორსა და პროექტის შესაბამისი ამოცანის ლიდერ ორგანიზაციას (RCISD), რომლებიც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას „საშუამავლო ღონისძიებებაში“ საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ევროს. წინამდებარე საგრანტო სქემის წესების შესაბამისად, უნგრული ორგანიზაციის (RCISD) მიერ დაიფარება მივლინებასთან დაკავშირებული მგზავრობის (ავიაბილეთი), სასტუმროსა და ვიზის ხარჯი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო სქემისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://inco-eap.net/en/539.php

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ RCISD-ის საერთაშორისო ექსპერტს ქ-ნ ილდიკო დოროგის ildiko.dorogi@rcisd.eu და ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნიკოლოზ ბაქრაძეს: (ტელ.:2 200 220; ელ. ფოსტა: bakradze@rustaveli.org.ge)