შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ISTC-სა და STCU-ს მმართველთა საბჭოს სხდომები

6-7 დეკემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრისა (ISTC) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში (STCU) მმართველთა საბჭოს სხდომები. ISTC და STCU წარმოადგენენ საქართველოში მეცნიერების მხარდაჭერის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციებს, რომელთა მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე დაფინანსდა 340-მდე სამეცნიერო პროექტი საერთო ბიუჯეტით 50 მილიონი აშშ დოლარამდე.

დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ STCU-ს ვებ-გვერდზე.