შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

კონფერენცია - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

2016 წლის 19 დეკემბერს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონფერენცია - "სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2016 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები".

კონფერენციაზე ფონდის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: 2016 წელს ფონდის მიერ ადმინისტრირებული ეროვნული და ერთობლივი, საერთაშორისო კონკურსების შედეგები, მულტილატერალური პროგრამების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტების მიმდინარეობისას გამოვლენილი სირთულეები და გამოწვევები, კონკურსების შეფასების პროცედურები და კრიტერიუმები, ანგარიში საერთაშორისო გრანტებისა და საერთაშორისო პროგრამებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესახებ. კონფრენციაზე აგრეთვე განხილულ იქნა 2017 წლის გეგმები და სამომავლო პერსპექტივები.

კონფერენციას ესწრებოდა 200-მდე სტუმარი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები, სამეცნიერო დეპარტამენტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, საერთაშორისო სამეცნიერო სააგენტოებისა და პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირები და მეცნიერების განვითარების საკითხებით დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები. ჩატარდა ოთხი სესია. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართა კონსტრუქციული დისკუსია.

იხილეთ კონფერენციაზე მომხსენებელთა პრეზენტაციები:

2016 წლის ანგარიში

ფონდის 2017 წლის კონკურსების კალენდარი და სამომავლო განვითარების პერსპექტივა

პროგრამები, შეფასების პროცედურები 2016 - ცვლილებები და პერსპექტივები 2017

პროექტის მომზადების პროცესი: გამოწვევები, პრობლემები, ხშირად დაშვებული შეცდომები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობები

IncoNet EaP პროექტის შედეგები, EaP PLUS ამოცანები

GÉANT და საქართველო