შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

,,მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები’’- შედეგების პრეზენტაცია.

6 თებერვალს გაიმართა ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტის - ,,მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები’’- შედეგების პრეზენტაცია. პროექტი უნიკალურია, რადგან პირველად განხორციელდა არქეომეტალურგიული ძეგლების შესწავლა არქეოლოგებისა და გეოლოგების თანამშრომლობით, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. პრეზენტაცია გახსნა პროექტის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო სულავამ- აღნიშნა რომ მიღებულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა არამარტო ადრეული ქართული საზოგადოების მეტალურგიულ ტრადიციებთან დაკავშირებით, არამედ კავკასიისა და უძველესი ახლო აღმოსავლეთის ადრეული მეტალურგიის შესახებაც, რაც აისახა პუბლიკაციებში მაღალრეიტინგულ გამოცემებში. სიტყვით გამოვიდა და მიესალმა დამსწრე საზოგადოებას ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია. მიულოცა პროექტის წარმატებით განხორციელება , რადგან პროექტი უნიკალურია და პირველად განხორციელდა არქეომეტალურგიული ძეგლების შესწავლა არქეოლოგებისა და გეოლოგების თანამშრომლობით. პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ასვე მუზეუმის მეცნიერ- თანამშრომლები და ბოლოს მიღებულმა შედეგებმა განაპირობა კავშირის დადგენის აუცილებლობა მადნის მოპოვებას, მეტალურგიასა და ლითონდამუშავებას შორის, ამ საკითხების შესწავლის მიზნით 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარმოდგენილი პროექტი ,,სპილენძის არქეომეტალურგია მთიან კოლხეთში (ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი)- მადნიდან ლითონამდე” რომელმაც მიაღწია წარმატებას, გუნდი გაგრძელებს 2016 წელს დაწყებულ ინტეგრირებულ არქეომეტალურგიულ-არქეოლოგიურ-გეოლოგიურ კვლევებს მთიანი კოლხეთის პრეისტორიული მეტალურგიიის შესწავლისთვის.