შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოში

21-ე საუკუნეში, სიტყვა „ინოვაცია“ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რაც რეალურად, ბიზნესსა და მეცნიერებას შორის არსებულ, ჩვენეულ დამოკიდებულებას ასახავს. თანამედროვე საზოგადოების განვითარება, დიდწილად, მეცნიერების თავდაუზოგავ მუშაობასა და რევოლუციურ კვლევებზე, ხოლო შემდგომ, ბიზნესის მიერ ამ ყველაფრის მატერიალურ კეთილდღეობად თარგმნაზე დგას.

ორგანიზაციებსა და მკვლევრებს შორის ურთიერთობა, მხოლოდ ახალი პროდუქტების გამოგონებით და მათი შემდგომი კომერციალიზაციით არ შემოიფარგლება. ეს კოლაბორაცია, ძირითადად, პროცესებისა და ოპერაციების კრიტიკულ ანალიზს, ლოგისტიკური და საწარმოო პრობლემების აღმოფხვრასა და მუშაობის გამარტივებას ემსახურება. იდეების თავისუფალი მიმოცვლა და სტრატეგიული პარტნიორობა, ერთი მხრივ ბიზნესის წარმატების, ხოლო მეორე მხრივ, მეცნიერებაში საჭირო ფინანსური კაპიტალის შემოდინების გარანტია.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი, საქართველოში მეცნიერებასა და ბიზნესის დაკავშირებაზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს. ამ კუთხით, გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომლის შესაძლებლობებს, ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის კონსორციუმი კიდევ უფრო აძლიერებს. ფონდი გამოყენებითი კვლევის საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებითაა დაკავებული, რითაც მეცნიერებასა და ბიზნესის სფეროებს შორის აქტიური თანამშრომლობის გაღვივებას უზრუნველყოფს. საქართველოს განვითარებისათვის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით, მსგავსი გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსები უაღრესად მნიშვნელოვანია. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი, კვლევასა და ინდუსტრიას შორის სტრატეგიული კომუნიკაციის გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია.

ამ თემაზე სასაუბროდ, საქართველოში აღნიშნული პროექტის ლიდერსა და ევროკავშირის გუნდის ორ წარმომადგენელს, კერძოდ პროექტის ლიდერს ავსტრიიდან და ამჟამად საქართველოში მცხოვრებ, პროექტის რეზიდენტ მრჩეველს გაესაუბრნენ და დეტალები აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.