შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

31 მაისს   შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომიტეტის  ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,   აღნიშნა, რომ  მეცნიერების და ინოვაციების  ფესტივალი მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს,   ყურადღება გაამახვილა იმ  კრიტერიუმებზე, რომლითაც  ფესტივალის  ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების შერჩევა მოხდება, -   პროექტის საერთაშორისო მასშტაბი, ინოვაციების, გამოყენებითი კვლევების წარმოჩენა, მიმდინარე  წლის შესაბამისი იუბილეები,  ღონისძიება უნდა იყოს  მოზარდებზე, მოსწავლეებზე ორიენტირებული. ფესტივალის  მონაწილე ინსტიტუციების მიერ უნდა გამოიკვეთოს  პრიორიტეტული ღონისძიებები.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა  ზაზა მარუაშვილმა ყურადღება გაამახვილა  ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვან ასპექტებზე, იმ  საგანმანათლებლო დაწესებულებებისა  და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ აქტივობებზე, რომელთაც  გამოთქვეს სურვილი  ოთხივე მიმართულებით ჩაერთონ მასშტაბურ ღონისძიებაში, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების წრმომადგენლებმა  წარმოადგინეს  დაგეგმილი აქტივობები,  თავიანთი  ხედვები ფესტივალთან დაკავშირებით.