შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 15 ივნისს ატვირთულ საკონკურსო დოკუმენტებში (დანართები 5 და 6) იყო ტექნიკური ხარვეზი. აღსანიშნავია, რომ არ არის შეცვლილი აღნიშნული დანართების ფორმა, გასწორებულია მხოლოდ შიდა ფორმულები ბიუჯეტის ქართულ და ინგლისურ ვერსიებში და „Deliverables“ ჩამოშლის ტექსტი - გეგმა-გრაფიკის ინგლისურ ვერსიაში. იხ. გასწორებული ვარიანტები:

პროექტის ბიუჯეტი (დანართი 5); ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6); ინგლისური ვერსია 

კონკურსის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მტცუ-ს წესების მიხედვით, დაუშვებელია პროექტის უცხოელი კოლაბორატორის ჰონორარის/ხელფასის ანაზღაურება პროექტის ბიუჯეტიდან.

კონკურსის მონაწილეებმა, ასევე, უნდა გაითვალისწინონ მტცუ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები „რეგულარული პროექტებისთვის“, რომლებიც ამ კონკურსში წარმოდგენილი პროექტების მე-2 ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში, პროექტის სრული ფორმის წარმოდგენისას, მათზეც გაგავრცელდება  (იხ.SOP-XXIV: PROJECT PARTICIPANT PARTICIPATION IN STCU PROJECTS. (იხ. http://www.stcu.int/documents/projects/sop/sop24.php ).

  1. მტცუ-ს (თანა)დაფინანსებით მიმდინარე პროექტებში ძირითადი მონაწილის ჯამური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 250 სრულ (8 საათიან) სამუშაო დღეს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy RecipientSignatories). გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობსოფიციალური თანხმობა პროექტის კურატორი მტცუ-ს მთავარი სპეციალისტის მხრიდან.
  2. პროექტის ხელმძღვანელის (მენეჯერის) დატვირთვა არ უნდა იყოს პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 45 % ნაკლები (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Non-Recipient Signatories and Non-Deputy Recipient Signatories). შესაბამისად, მეცნიერი არ შეიძლება იყოს ერთდროულად 2-ზე მეტი პროექტის ხელმძღვანელი.
  3. საპროექტო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელის/მოადგილის დატვირთვა 1 პროექტში არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მოცემულ პუნქტ 1.-ში აღნიშნული წლიური ჯამური დატვირთვის (250 სრული სამუშაო დღე) 10 %-ს. ხოლო, მათი ჯამური დატვირთვა მტცუ-ს ყველა პროექტში არ უნდა აღემატებოდეს 30 %-ს (იხ. ზემოთ აღნიშნულ წესებში პარაგრაფი - Participation in Regular or Government Partner Projects by Recipient Signatories and Deputy Recipient Signatories) გამონაკლისი ამ წესიდან იხილეთ იგივე პარაგრაფში.

ხშირად დასმული კითხვები

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის შესახებ ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ: 

http://www.stcu.int/documents/download/2016_Georgian_Competition_Announcement_ENG.pdf