შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მრგვალი მაგიდა „მზის ენერგეტიკა“ - საქართველო -გერმანია

კომპანია  აიდისის ოფისში,  საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსა  და  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა     მრგვალი  მაგიდა  თემაზე „მზის ენერგეტიკა“.   ღონისძიება გახსნა ევროპის განახლებადი ენერგიის ასოციაციის ევროსოლარის წარმომადგენელმა  და საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების აღმასრულებელმა  დირექტორმა  გიორგი კეკელიძემ. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა  გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის  მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ  ახალ პროგრამებსა და კონკურსებზე, მეცნიერებასა  და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობაზე.  შეხვედრის მონაწილეებს მიმართა  გერმანიის ელჩმა საქართველოში, მისმა  აღმატებულებამ,  ბატონმა  ჰუბერტ კნირშმა.

საქართველოში მზის ენერგიის გენერაციის პოტენციალის შესწავლა ხდება ერთობლივად  ბერლინის საკონსულტაციო კომპანია „ეკლარეონ“-ის, გერმანიის მზის ინდუსტრიის ასოციაციის და საქართველოს საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიების თანამშრომლობით. მზის ენერგეტიკისათვის (ფოტოვოლტაიკებისათვის) პირობების კვლევა    და გამოყენების შესაძლებლობები, საინვესტიციო პირობების შესწავლა  -  „ეკლარეონის“ პროექტი BSW-solar თან ერთად  ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერით  ხორციელდება..

პარტნიორებს სურთ გამოიკვლიონ შესაძლებლობები 50 კვტ-დან 5 მგვტ-მდე გამოსავლიანობის ფოტოვოლტაიკ-დიზელის ჰიბრიდული სისტემების მიერ ენერგიის მიწოდებაზე რეგიონებში, სადაც არ არის მიერთება საერთო ენერგეტიკულ ქსელზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც უვარგისი საგზაო ინფრასტრუქტურაა და შესაბამისად,  ძვირი ჯდება დიზელის მიწოდება. ყურადღება მიექცევა აგრეთვე ქსელზე მიერთებულ სახურავებზე განთავსებულ ფოტოვოლტაიკურ 100 კილოვატამდე სისტემებს.

სემინარზე განხილული იყო  საქართველოში ფოტოვოლტაიკის განვითარების და გამოყენებითი კვლევების საკითხები,  რომელშიც მონაწილეობდნენ  გერმანიის მზის ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მმართველი დირექტორი; ეკლარიონის დირექტორი და გერმანიის მზის ასოციაციის ფოტოვოლტაიკების ექსპორტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აე სოლარის დირექტორი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტი, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ევროსოლარის საბჭოს წევრი საქართველოში.