შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მრგვალი მაგიდა „შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე“

 

15 ნოემბერს   თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის  ორგანიზებით გაიმართა მკვლევართა ჯგუფის მიერ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული  სამეცნიერო  პროექტის  „შემოქმედებითი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება XXI საუკუნის ფორტეპიანოსა და მისი სამომავლო პერსპექტივების კვლევის მაგალითზე“  შედეგების შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა.  სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართულ აკადემიურ სამუსიკო სფეროში პირველი შემოქმედებითი კვლევის (Artistic Research) ჩატარება, კვლევის ამ ახალი ფორმის მეთოდოლოგიის შემუშავების მიმდინარე პროცესში საერთაშორისო დონეზე მონაწილეობა და მოცემული სფეროს უახლესი მიღწევების საქართველოში დანერგვა. ონლაინ ღონისძიებას ესწრებოდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ბეციაშვილი.