შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ კონფერენცია "მედიცინა და ხელოვნება"

28 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით მიმდინარე ევროპელ მკვლევართა ღამის პროექტის “CAPTAIN - მეცნიერება კაპიტანია” ეგიდით გაიმართა, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ონლაინ კონფერენცია "მედიცინა და ხელოვნება". პროექტის მონაწილეებმა მედიცინის სხვადასხვა საკითხისა და ხელოვნების ინტეგრაციის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროექტი "მედიცინა და ხელოვნება" დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) პროექტი საბავშვო უნივერსიტეტი "მედიცინა და ხელოვნება" განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებისათვის და გულისხმობდა მათთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით. კორელაცია მედიცინასა და ხელოვნებას შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ექიმები ხშირად აკეთებდნენ ჩანახატებს ადამიანის სხეულის შესწავლისას; ყველას ახსოვს ლეონარდო და ვინჩის ჩანახატები. გარდა ამისა, ზოგიერთი ხელოვანის წარმატება სწორედ, რომ მისი ანატომიური თავისებურებებით იყო განპირობებული: ვიოლინოს ვირტუოზს, ნიკოლო პაგანინის, სახსრების უჩვეულო ელასტიურობა ახასიათებდა; მსახიობ ელისაბედ ტეილორს წამწამები ორ რიგად ეზრდებოდა, რაც მის მზერას განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებდა, და ა.შ.
პროექტის ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები და ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი ხელით შეასრულებინათ მარტივი ექსპერიმენტები თსა-ს ლაბორატორიაში.
პროექტში მონაწილეობდა 27 მსმენელი, რომელთაგან 15 წარმოადგინა პრეზენტაციები კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ საბავშვო უნივერსიტეტის ერთ-ერთი მსმენელი დღეს აკადემიის სტუდენტია.