შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ონლაინ კონფერენცია „სამეცნიერო იდეიდან ინდუსტრიულიზაციისკენ”

10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა დისტანციური კონფერენცია „სამეცნიერო იდეიდან ინდუსტრიულიზაციისკენ: გამოყენებითი კვლევების განვითარების ტრაექტორია საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის ლანდშაფტში“, რომლის ფარგლებშიც შედგა ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის CARYS-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების ხარისხის ამაღლების, მეცნიერებასა და მეწარმეობას შორის კავშირის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ. სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და მათ აქტუალობაზე. კომერციალიზაციის პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება პროექტების ხელმძღვანელებმა, მონაწილეებმა.
ღონისძიების შეჯამებისას მოდერატორმა, რუსთაველის ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან გაბიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, მეცნიერების ჩართულობით, იგეგმება ცვლილებები კონკურსის მართვის, საკონკურსო პირობებისა და დაფინანსების მოდელის დახვეწა- გასაუმჯობესებლად.
კონფერენციაზე გაიმართა შემდეგი პროექტების პრეზენტაცია : “მყარი მეორადი ნედლეულის კომპლექსური გადამუშავების ახალი, მაღალეფექტური ტექნოლოგიის დამუშავება და გამოცდა”, „ბუნებრივი პიგმენტების მიღების ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიის შემუშავება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე და შედეგების კომერციალიზაცია“, „გარემოს გლობალური დაბინძურებისაგან დაცვისა და მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ინოვაციური ბიოაგროტექნოლოგიის შემუშავება და მართვა“, „ინოვაციური კრიოსტატი მაღალტემპერატურული ზეგამტარების კვლევებისათვის“, ,, ვირუსების ოპტიკური სპექტრომეტრიის ახალი მეთოდის შემუშავება (სპექტროვირ - 1)’’, ,,ბაქტერიციდული ცეოლითური შემავსებლები ქაღალდის წარმოებისთვის“, ,,სხვადასხვა კონფიგურაციის ნანომესრული ნახევარგამტარული გადასასვლელების დემონსტრაცია“, ,,თუთის ენდემური ჯიშების კულტივაციის სოციალურ-ეკოლოგიური ასპექტების კვლევა მეაბრეშუმეობისა და ფარმაკოლოგიისათვის“ , ,,სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ნარჩენების კომპლექსური კვლევა და მათი ათვისების ტექნოლოგიების დამუშავება“, ,,ავტომობილის რეკუპერაციული საკიდარი სავალი ნაწილის რხევითი ენერგიის რეგენერაციით“.