შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ორენოვანი გამოცემის - „საქართველოს მინდვრის კულტურების ბიომრავალფეროვნების კატალოგის“ პრეზენტაცია

19 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის # 218050 "უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება" - ფარგლებში ჩატარდა პროექტის საბოლოო შედეგებისა და ორენოვანი გამოცემის - „საქართველოს მინდვრის კულტურების ბიომრავალფეროვნების კატალოგის“ პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში გატანილი და უცხოურ გენბანკებში დაცული, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა (მარცვლოვანი, ფეტვნაირი, ბოსტნეული, პარკოსანი და საზეთე-ბოჭკოვანი) გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების დაბრუნება, მათი ტაქსონომიური და ჯიშური იდენტიფიკაცია, მორფო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური დახასიათება და შეფასება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. კვლევის შედეგად გამოვლენილი უნიკალური ნიშან–თვისებების მქონე ნიმუშები დაჯგუფდა ე.წ. ღერძული კოლექციების სახით და განხორციელდა მათი საშუალო და გრძელვადიანი კონსერვაცია.

იდენტიფიცირებული ნიმუშების საერთაშორისო დესკრიპტორების მიხედვით დახასიათების მონაცემების, ფოტო და სკანირებული მასალის საფუძველზე გამოქვეყნდა „საქართველოს მინდვრის კულტურების ბიომრავალფეროვნების კატალოგი“. სულ კატალოგში წარმოდგენილი საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების 20 უმნიშვნელოვანესი კულტურის 76 ნიმუში.