შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პრეზენტაცია „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”

 

7 ოქტომბერს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში   გაიმართება  პრეზენტაცია   „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, რომელსაც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს პრემიერ -  მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელი,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია,   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე,    აკადემიური და სამეცნიერო  წრეების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის-   EURAXESS-ის    წევრობის  დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის -  ეს არის  რეალური შესაძლებლობა საქართველოს მეცნიერებისთვის, ყველა სამეცნიერო  ინსტიტუციისთვის  ისარგებლონ იმ   ბენეფიტებით,  პრივილეგიებით,  რაც გააჩნიათ  EURAXESS-ის     წევრ ქვეყნებს- ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ისეთ მაღალტექნოლოგიურ  სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, ისრაელი.  „ჩვენი მიზანია,  1 იანვრიდან  რაც შეიძლება მეტ მეცნიერს  ჰქონდეს წვდომა ამ პორტალზე,  დიდ  საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებზე; წლევანდელი წელი ძალზე  მნიშვნელოვანი იყო განათლების და მეცნიერების  სფეროს ევროინტეგრაციის მიმართულებით - ჩვენ ასევე  გავხდით ENQA-ს  (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცი)  და EQAR -ის  (უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ევროპულ რეესტრის) წევრები“.

  რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბოსონიამ  ისაუბრა  EURAXESS-ის     იდეაზე -ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, არამედ წევრი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ კონკურსებზე,  რისი საშუალებაც ადრე  არ გვქონდა, საქართველო გახდა EURAXESS-ის     41-ე წევრი, რაც ნიშნავს წვდომას 15.000-ზე მეტ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან და ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთან,  25.000-ზე მეტ მკვლევართან მსოფლიოს მასშტაბით; ზვიად გაბისონიამ წარადგინა  პრეზენტაცია EURAXESS-ის    მისიისა და სერვისების, შესაძლებლობების, ასევე,   ტექნიკური მხარის  შესახებ,  თუ როგორ უნდა მოხდეს  პორტალზე რეგისტრაცია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უნივერსიტეტში ჩატარდება  საერთაშორისო ტრენინგები   ERC-ის  გრანტების მიმართულებით, აღნიშნა, რომ კიდევ  მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა  ქართველი მეცნიერები უფრო კონკურენტურიანები იყვნენ მსოფლიო მასშტაბით,  ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს  სამეცნიერო რუკაზე.