შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტი „CALIPER”-ის ტრენინგი თემაზე: “გენდერი კვლევასა და ინოვაციაში”

1 ივნისს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ - ის პროექტის CALIPER” ფარგლებში  დისტანციური ტრენინგ-კურსი დაიწყო თემაზე: გენდერი კვლევასა და ინოვაციაში”, რომელიც კიდევ სამ დღეს 5 ივნისამდე გაგრძელდება.

 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს  ცნობადობის ამაღლება სხვადასხვა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების და ამოცანების შესრულებას.

 

ტრენინგის შედეგად  მონაწილეები გაეცნობიან კვლევისა და ინოვაციის სფეროში, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ევროკავშირში არსებულ პოლიტიკას და მიდგომებს, ძირითად გამოწვევებს და თუ რა გავლენას ახდენს ეს გამოწვევები კვლევის დამფინანსებელ ორგანიზაციებზე.