შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პროექტის „სპილენძის გავლენა ზოგიერთი ერთწლიანი მცენარის ზრდა განვითარებაზე“ შემაჯამებელი შეხვედრა

11 ივნისს, 2019 წლის „სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტის „სპილენძის გავლენა ზოგიერთი ერთწლიანი მცენარის ზრდა განვითარებაზე“  შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა პლატფორმა zoom-ით.

სსიპ აკად. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე შესრულდა პროექტი „სპილენძის გავლენა ზოგიერთი ერთწლიანი მცენარის ზრდა განვითარებაზე“.

პროექტის ხელმძღვანელი - სსიპ აკად. ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი თამარ მელაძე.

პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი - თინათინ ბუთხუზი

პროექტის ასისტენტი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრანტი ანა გიორგაძე

შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, ევროპული სკოლიდან და პროექტის შემსრულებული სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტის მიზნები, განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები. დეტალურად წარმოადგინეს მათ მიერ აწყობილი ჰიდროპონიკის სისტემა, რომელზეც გაზარდეს მცენარეები და აკვირდებოდნენ დანამატების გავლენას შერჩეული ერთწლიანი მცენარეების ზრდა-განვითარებაზე. მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო პროექტის ძირიტადი ამოცანების შესრულება არ შეფერხებულა, რადგან პროექტის ბოლო ეტაპი, რომელიც გულისხმობდა მიღებული შედეგების დამუშავებას შესრულდა დისტანციურად. პროექტის შესრულებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-9-11 კლასის მოსწავლეებმა და აღსანიშნავია რომ ყველა მონაწილეობდა შემაჯამებელ პრეზენტაციაში. პროექტი გაგრძელდება ახალ სასწავლო წელს ახალი მიზნებით.

პროექტის გუნდი, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.