შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფა

 
19 თებერვალს 17:00 სთ-ზე თსუ ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის "საინსტიტუტო საუბრების" ონლაინ ფორმატში .გაიმართა სემინარი, სადაც წარმოდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „რუსეთის მცოცავი ოკუპაციის ზონაში მოქცეული სოფლების ყოფა“( FR-18-10229) ორწლიანი მუშაობის შედეგები.. მომხსენებლები ნ. ჯალაბაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ნ. ლოლაძე (მკვლევარი, პროექტის კოორდინატორი). პროექტი ხორციელდება კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო კკვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. იგი შეისწავლის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებული სოფლების ყოფას და იმ პრობლემებს, რაც მოსახლეობას 2011 წლიდან ინტენსიურად მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის შედეგად შეექმნა. პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე და ორი წლის მუშაობის შედეგებზე, იმ სირთულეებზე, რაც მკვლევრებს მუშაობის პროცესში შეექმნათ. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული ზოგადი სურათი: საოკუპაციო საზღვრის მიერ გაყოფილი სოფლები, რამაც მოსახლეობის ნაწილისთვის მიუწვდომელი გახადა მათი კერძო საკუთრება, ზოგან საცხოვრებელი სახლი, ზოგან ბაღ-ვენახი, სახნავ-სათესი სავარგულები, ტყე, საძოვარი, სარწყავი წყლის სათავეები,სასაფლაო, ეკლესიები და სალოცავები. ბორდერიზაციის შედეგად, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობა თავისუფლად ვერ გადაადგილდება, რიგ შემთხვევებში ერთი სოციუმი (ზოგჯერ ერთი ოჯახიც) ორად გაიხლიჩა, ადამიანები მოსწყდნენ მიწას, როგორც მეურნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროს; ხშირად შეზღუდული აქვთ ზამთრისთვის შეშის დამზადების და სასოფლო სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის შესაძლებლობა, მოიშალა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეკონომიკური და სოციალური ტრადიციები. შექმნილმა ვითარებამ მიგრაციის სტიმული მისცა ბორდერიზაციით დაზარალებულ სოფლის მოსახლეობას (ძირითადად ახალგაზრდობას) რაც, სავარაუდოდ, უახლოეს დროში საზღვრისპირა დასახლებების დეპოპულაციას გამოიწვევს. საგანგაშოა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით რუსების მიერ დაკავებული ადამიანების რიცხვი.
ნ.ლოლაძემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ინტენსიური „ბორდერიზაციის“, სამ პირველად შედეგზე, რომელიც: გადაულახავ ბარიერად იქცა ერთხელ უკვე აღდგენილი სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური კავშირებისთვის; ასტიმულირებს მიგრაციას (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) რამაც შესაძლოა ბორდერიზაციით დაზარალებული სოფლების დეპოპულაცია გამოიწვიოს და მიუხედავად ბორდერიზაციის მძიმე შედეგებისა, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე ზონის მცხოვრებლების მიერ ხშირად საკუთარი უსაფრთხოებისათვის ხელსაყრელ ქმედებად აღიქმება.